შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ანდღულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა ოზურგეთის საკლასო სასწავლებელი და თბილისის ქვეით იუნკერთა სკოლა 1887 წელს. 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში; 1912 წლიდან პოლკოვნიკი; პირველი მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა ქვეითთა პოლკს, შემდეგ ბრიგადას; 1917 წლიდან გენერალ-მაიორი; 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ თეთრი მოძრაობის რიგებში იბრძოდა; მეთაურობდა ბრიგადას, შემდეგ დივიზიას "რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების" შემადგენლობაში; 1920 წლის ნოემბერში ყირიმიდან ევაკუაციის შემდეგ თავი შეაფარა ბულგარეთს, შემდეგ საფრანგეთს. გარდაიცვალა პარიზში. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. წყარო: დენიკინის არმიის ქართველი გენერლები: ქართული დიპლომატია/ჯავახიშვილი, ნიკო - თბილისი, 2003. - N10. - გვ.481-493
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |