შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ გაბური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სამგორი, გარდაბნის რაიონი. ცხოვრობდა ხევსურეთში, არხოტის თემის სოფელ ჭიმღაში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. დაიჭრა და დიდხანს იყო პეტერბურგსა და იურიევში. მან თავი მოუყარა ხევსურულ ფოლკლორულ მასალას, რომელიც გაბაურის ლექსებთან ერთად, 1925 წელს "ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეულში" (I-II) გამოაქვეყნა აკაკი შანიძემ. 1926-1928 წლებში გაბაურის მიერ ჩაწერილი და შეთხზული ლექსები დაიბეჭდა აკაკი შანიძის წიგნში "ქართული ხალხური პოეზია, I ხევსურული" (1931). გაბაურის თიკუნები (ფსევდონიმები) იყო "ბესარიონი", "ბალახურისძე", "არხოტიონი" და სხვ. მელექსე, მთქმელი, ზეპირსიტყვიერების შემკრები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.525
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |