Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჭუმბურიძე![]()
Biography1924 წლიდან თბილისის პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლობდა. 1930 წელს შევიდა თბილისის ახლად დაარსებულ მუშა-ახალგაზრდობის თეატრის სტუდიაში; ასწავლიდნენ შოთა აღსაბაძე, შოთა მანაგაძე და სხვები. 1933 წლიდან მუშა-ახალგაზრდობის თეატრის მსახიობად ჩაირიცხა. პარალელურად სწავლობდა თბილისის მუსიკალურ მუშფაკში. კონსერვატორიაში ოლგა შულგინასთან დაეუფლა ვოკალის ხელოვნებას. გამოდიოდა ესტრადაზე. 1937 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვსა და ლენინგრადში ჩატარებულ სადეკადო კონცერტებში. ომამდე ხალხური შემოქმედების სახლის მუსიკალურ სექციას უძღვებოდა. 1940-1950წწ. ოპერის სოლისტი იყო. შესრულებული აქვს კოტეს პარტია "ქეთო და კოტეში", არლეკინი "ჯამბაზებში" და სხვა. ხანდახან მოკარნახის რთულ მოვალეობასაც აკისრებდნენ. ომის დროს სამასზე მეტ საშეფო კონცერტში მიიღო მონაწილეობა. 1956 წლიდან თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი იყო. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.230 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |