The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ გნოლისთავისძე

Date of birth:11??
Date of death:12??
Category:Politician, Religious leader

Biography

XII-XIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, დაახლოებით 1179-1184წწ. თამარის მეფობის პირველ წლებში ვაზირობა წაართვა მიქელ კათალიკოსმა; ანტონ გნოლისთავისძე ბერად შედგა დავითგარეჯის მონასტერში; მიქელის სიკვდილის შემდეგ თამარმა კვლავ მიიწვია და ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესობის გარდა, სამთავნელობაც (სამთავისის ეპისკოპოსი) მისცა; მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში (1195); ზრუნავდა სამეფო მონასტრებზე (შიომღვიმე, დავითგარეჯა, ვარძია, გელათი); თამარ მეფის 1201 წლის სიგელიდან ვგებულობთ, რომ ანტონს სხალტბიდან შიომღვიმის მონასტერში წყალსადენი გაუყვანია; ვაჰანის მონასტრის წარწერა გვამცნობს, რომ ანტონ გნოლისთავისძეს ამ მონასტრისათვის ზღუდე აუგია. ამის შემდეგ წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 498 


Share: