The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე არველაძე

Date of birth:1888
Date of death:1919  (at 31 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭაგანი, სამტრედიის რაიონი.

1905-1907წწ. ეწეოდა პარტიულ მუშაობას თბილისში; 1909 წელს აირჩიეს რსდმპ (ბ) თბილისის კომიტეტის წევრად; 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ქ. ხარკოვში; I მსოფლიო ომის დროს არველაძე ეწეოდა პარტიულ მუშაობას სამხრეთ-დასავლეთ და თურქეთის ფრონტებზე; თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ ხელმძღვანელობდა ქ. ალექსანდროპოლის (ახლანდელი გიუმრი) ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობას; 1917 წელს მონაწილეობდა ქ. თბილისში კავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების I და კავკასიის არმიის II ყრილობების მუშაობაში; იყო ალექსანდროპოლის საბჭოს ჯარისკაცთა სექციის თავმჯდომარე; 1918 დამდეგს გაგზავნეს ბაქოში, სადაც იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის, იყო ბაქოს სახკომსაბჭოს მდივანი; 1918-1919წწ. მონაწილეობდა თეთრგვარდიელ კაზაკთა წინააღმდეგ ქ. ასტრახანის დაცვაში; იყო მე-11 არმიის ერთ-ერთი პოლკის კომისარი. დაიღუპა საბრძოლო პოსტზე. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ამიერკავკასიაში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. - თბ., 1975. -გვ. 562 



Share: