შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცაქა ხურცია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბათარია, სენაკის რაიონი. დაამთვრა ახალსენაკის საშუალო სასწავლებელი. 1927 წლიდან შრომით საქმიანობას შეუდგა. ოთხი წლის შემდეგ გაგზავნილ იქნა ლენინგრადში სწავლის გასაგრძელებლად; იქ მან ქართველი სტუდენტებისაგან გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც მონაწილეობდა ეროვნულ საღამოებზე გამართულ კონცერტებში. ვასილიევის კუნზულზე კიროვის სახელობის კულტსახლის გახსნისას გუნდმა შეასრულა "შრომის სიმღერა", "სიმღერა კოლხიდაზე" და აფხაზური "დაჭრილის სიმღერა". შემდეგ, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სოფლსაბჭოს დავალებით ვოროშილოვის სახელობის კოლმეურნეობაში მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. გაზეთი "მთლიანი კოლექტივიზაცია" მაღალ შეფასებას აძლევდა გუნდის კონცერტებს; კოლმეურნეთა გუნდმა რაიონულ დათვალიერებაზე პირველი ხარისხის სიგელი და ფულადი ჯილდო დაიმსახურა. 1946 წელს აფხაზეთში სოფელ კოლხიდის კოლმეურნეთა გუნდს ხელმძღვანელობდა. 1953 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში დაიწყო მსახიობ-მომღერლად მუშაობა. მუშაობდა ქარხანა "ელექტროავტომატის", I საავადმყოფოს, VII სამკერვალო ფაბრიკის და სხვა ფაბრიკა-ქარხნების გუნდების ხელმძღვანელად. შექმნა საფანდურო და საჩონგურო სიმღერები ნოკო ხურციაზე, თბილისზე, საკოლმეურნეო შრომაზე, საქართველოზე და სხვა. ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.238
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |