შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დევი სტურუა![]()
ბიოგრაფიააბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1959წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ პრესაში (გაზ. "ზარია ვოსტოკა", გაზ. "კომუნისტი"), შემდეგ - საქართველოს კომუნის ტური პარტიის ცკ-ის აპარატში; 1961-1970წწ. იყო საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი იდეოლოგიის დარგში; 1971 წლიდან - არის სამეცნიერო სამუშაოზე; 1996-2001წწ. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი; აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის შექმნაში(1957), ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციის დაარსებაში(1965), თსუ ახალი კომპლექსის მშენებლობაში, მისი ხელშეწყობით მესხეთში დაფუძნდა დრამატული თეატრი; ავტორია მრავალი ნაშრომისა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1980). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.844; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |