The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დევი სტურუა

დევი სტურუა
დაბადების თარიღი:1931
გარდაცვ. თარიღი:2001  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

აბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1959წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ პრესაში (გაზ. "ზარია ვოსტოკა", გაზ. "კომუნისტი"), შემდეგ - საქართველოს კომუნის ტური პარტიის ცკ-ის აპარატში; 1961-1970წწ. იყო საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი იდეოლოგიის დარგში; 1971 წლიდან - არის სამეცნიერო სამუშაოზე; 1996-2001წწ. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი; აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის შექმნაში(1957), ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციის დაარსებაში(1965), თსუ ახალი კომპლექსის მშენებლობაში, მისი ხელშეწყობით მესხეთში დაფუძნდა დრამატული თეატრი; ავტორია მრავალი ნაშრომისა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1980).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.844

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: