The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე გაბუნია

დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:13 ნოემბერი, 1968  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1928 წელს.

მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში (ცსს) სტატისტიკოსად (1928), "საქვაჭრობაში" ეკონომისტად, საქართველოს თევზის მრეწველობის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე (1929-1936), კვების მრეწველობის სამინისტროში საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსად (1936-1957), იყო ამ სამინისტროს კოლეგიის წევრი (1949-1953). 1945 წლიდან შეთავსებით, ხოლო 1957 წლიდან ძირითადად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის კათედრაზე, 1965 წლიდან იყო მრეწველობის და სოფლის მეურნეობის კათედრის დოცენტი, 1966 წლიდან - საქართველოს საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკური და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (სმედესი) უფროსი-მეცნიერ მუშაკი. კონსტანტინე გაბუნიას გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, სამეცნიერო სტატიები, დამხმარე სახელმძღვანელოები და სხვ. მისი სამეცნიერო კვლევის სფერო იყო მრეწველობის ეკონომიკა, საქართველოს ჩაის მრეწველობის ეკონომიკა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1966).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.524

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • რესპუბლიკის პროფკავშირების ეკონომიკური კომისია, თავმჯდომარე
  • საქართველოს საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი სამეცნიერო საბჭო , წევრი
  • საქართველოს ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს სამეცნიერო-მეთოდური საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: