The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტრიფონ ხუხუა

ტრიფონ ხუხუა
Date of birth:5 November, 1911
Date of death:14 June, 1975  (at 63 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კიწია, მარტვილის რაიონი.

1925 წელს სოფ კიწიას საშუალო სკოლის გუნდში მღეროდა. 1930 წელს სწავლა განაგრძო სენაკის პედაგოგიურ სასაწავლებელში, იქვე ჩამოაყალიბა გუნდი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და სკოლაში ჩამოაყალიბა ორი გუნდი. ორივე გუნდმა სერიოზულ წარმატებას მიაღწია რაიონულ ოლიმპიადებსა თუ დათვალიერებებზე. იგი არა ერთხელ იქნა რეპრესირებული, ორჯერ მალევე იქნა შესაძლებელი მისი დახსნა მაგრამ, 1952 წელს "მეგრელიზაციის" კამპანიის ჟამს კვლავ დააპატიმრეს, 10 წელი მიუსაჯეს და გადაასახლეს კრივოი როგის რკინის მაღაროებში სამუშაოდ. მან იქაც შექმნა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი, 1953 წელს გაათავისუფლეს. მიუხედავად მძიმე სულიერი სტრესისა მან მოიკრიბა ძალა და კვლავ შეუდგა თავის საყვარელ საქმეს და სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში ჩამოაყალიბა გუნდები. მის ოჯახში ყველა მღეროდა, მათ შესანიშნავი საოჯახო ანსამბლი ჰქონდათ. მისი მოღვაწეობის მთავარი ნიშან-თვისება იყო ძველი სიმღერების აღდგენა პირვანდელი სახით, მათი შესრულება ყოველგვარი გადამუშავებისა და ზედმეტი შელამაზების გარეშე. შექმნილი აქვს რამოდენიმე სიმღერა საკუთარ ტექსტზე: "მარულა",  "სი ვარდისუ ვაჯუგუდე",  "მუხაშგვარი", "ზარმაცი ბექია",  "მარებელი",  "ბურდღუ დო კესარია" და ბევრი სხვა. ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი : ცნობარი / ლადო გეგეჭკორი.-თბ., 2007.-გვ.239; სამშობლოს უსახელო ბიჭები: es-la.facebook.com


Share: