The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნესტორ ჯიბლაძე

Date of birth:1895
Date of death:1975  (at 80 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი განახლება, ჩოხატაურის რაიონი. 

1910 წელს სოფლის ახალგაზრდობისაგან შექმნა პატარა საგუნდო ჯგუფი. მომდევნო წლიდან იგი ბათუმში გადავიდა და იქ რკინეულობის მაღაზიის მეპატრონესთან დაიწყო მუშაობა. 1934 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო მილიციის კლუბის ანსამბლში; მომღერალთა გუნდი ჰყავდა აგრეთვე ელსადგურის კლუბშიც. შემდგომ წელს ბათუმის ნავთობმრეწველობის მუშა-მოსამსახურეთა გუნდი ბაქოში გაემგზავრა მენავთობეთა საერთო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად. თავი რომ ისახელა, მოსკოვს გაგზავნეს და იქ მენავთობეთა შორის პირველ ადგილზე გამოვიდა. 1949 წელს წარჩინებით გამოვიდა ოლიმპიადაზე და ასახელა ქედის რაიონი. 1950 წელს შემოქმედებითი საღამო მოუწყეს, ხოლო მომდევნო წელს ზეიმით გაისტუმრეს ბათუმში. მეშვიდე ოლიმპიადისათვის მოსამზადებლად მან ბათუმში მომღერალ-მეჩონგურეთა ანსამბლი ჩამოაყალიბა. საოლქო დათვალიერებაზე კარგი გამოსვლისათვის ანსამბლი სათანადოდ დააჯილდოვეს. 1953 წელს, მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, ქედის რაიონული ანსამბლი წარმატებით გამოვიდა. ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.241

Awards and Honors

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: