შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბუგაევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გაგრა. გაიზარდა ბათუმში, ქართულ ოჯახში. იქვე დაამთავრა ქართული საშუალო სკოლა. II მსოფლიო ომის დროს მდინარე ნარვის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (24.03.1945). ურთულეს პირობებში მდინარის მეორე ნაპირზე 9 საათის განმავლობაში გადაიყვანა ორი მსროლელთა პოლკი თავისი აღჭურვილობით. ომის შემდეგ მუშაობდა ნოვოსიბირსკის ოლქში საშუალო სკოლის დირექტორად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.488 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |