The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან აღნიაშვილი

ლევან აღნიაშვილი
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1897
გარდაცვ. თარიღი:29 ივლისი, 1937  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

განათლებით იურისტი. I მსოფლიო ომის დროს რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ჯარისკაცთა შორის კავკასიის ფრონტზე, ბათუმში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ - თბილისში, შემდეგ კი ისევ კავკასიის ფრონტზე, სადაც სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის წევრი იყო; 1918 წლიდან დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა მთავრობამ საქართველოდან გადაასახლა; სამოქალაქო ომის წლებში იყო ინტერვენციისა და შინაგანი კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩრდილოეთ კავკასიაში, უკრაინაში, ყაზანსა დას მოსკოვის ოლქში; 1920 წლიდან მუშაობდა თურქესტანში, ჯერ გაზეთ "იზვესტიის" რედაქტორად, შემდეგ სახელმწიფო გამომცემლობის თავმჯდომარედ; 1921 წლიდან მონაწილეობდა კომინტერნის III კონგრესის მუშაობაში; 1923-1925წწ. იყო საქართველოს ცეკავშირის წარმომადგენელი გერმანიაში; 1926 წლიდან ლექტორად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1930 წლიდან იყო ამიერკავკასიის სატყეო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის დირექტორი; 1932 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1935 წლიდან საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისრის პირველი მოადგილე. დახვრიტეს 1937 წელს. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოსა და ამიერკავკასიაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. -გვ. 61;  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1915-)

გააზიარე: