The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ბეროიანი

მარიამ ბეროიანი
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1894
გარდაცვ. თარიღი:22 ივლისი, 1960  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში 1913 წელს. 1922 წლიდან მსახიობად მუშაობდა თბილისის სომხურ დრამატულ თეატრში. ასრულებდა სახასიათო, დრამატულ და კომედიურ როლებს. განსაკუთრებული წარმატებით თამაშობდა გ. სუნდუკიანის (სალომე - "დაქცეული ოჯახი", ხამფერა - "ხათაბალა"), ა. შირვანზადეს (შპანიკი - "ნამუსი", ზარნიშანი -"ავი სული") პიესებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. იყო საქართველოს სსრ მე-2 და მე-3 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.408; кино-театр.ру-ს პორტალი: www.kino-teatr.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"

გააზიარე: