შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით აწყურელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აწყური, ახმეტის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო სასწავლებელი. 1883 წელს ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში; სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის, თელავის და ბაქოს ქართულ თეატრებში; მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრების სპექტაკლებში. განასახიერა კომედიური როლები: კავკაველი პეტუა, აკოფა (ცაგარელის "ციმბირელი", "ხანუმა"), ისაია (სუნდუკიანის "ხათაბალა"), ჩინოვნიკი (ოსტროვსკის "ბედნიერი დღე"), რეპეტილოვი (გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"). დაწერა, გადმოაკეთა და თარგმნა 15-მდე პიესა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ.,1977.- გვ. 76-77 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |