Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ჩხაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1947 წელს; 1947-1948 წლებში საშტურმანო სტაჟირება გაიარა შავი ზღვის ფლოტის ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1979 წელს. 1948 წელს ახალგაზრდა შტურმანი განაწილებით კასპიის საზღვაო სანაოსნოში მოხვდა და მომდევნო წლებში თბომავალ «Дагестан»-ის კაპიტნის მესამე, მეორე და უფროსი თანაშემწის მოვალეობებს ასრულებდა; 1951 წელს სამშობლოში ბრუნდება და საქმიანობას ამჯერად ფოთის საზღვაო ნავსადგურში განაგრძობს, 1955 წლამდე ლოცმანად, 1956 წლიდან კი ფოთის პორტის ავარიულ-სამაშველო გემ «Орша»-ს კაპიტნად. მდიდარი საზღვაოსნო პრაქტიკის მქონე და უკვე გამოცდილი შტურმანი 1956 წლიდან შორეულ ნაოსნობაშია: კაპიტნის მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ დაცურავს შავი ზღვის სანაოსნოს ტანკერებზე - «Фрунзе» (1956-1958), «Клайпеда» (1958-1959) და «Пекин»-ი (1959-1963), ხოლო 1963 წელს, ტანკერ «Дзержинск»-ის კაპიტანი ხდება. 1966-წელს ნოვოროსიისკის სანაოსნოს ახალი ტანკერის «Генерал Бочаров»-ის ეკიპაჟის მეთაურობას იბარებს; 1967 წელს კი ბათუმში ჩამოდის და ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სათავეებთან დგება, ასრულებს სანაოსნოს უფროსის მოადგილის მოვალეობას საზღვაო ნაოსნობის დარგში. საკუთარი სურვილით მალე ანებებს თავს ადმინისტრაციულ საქმიანობას და კაპიტნად კვლავ შორეულ ნაოსნობაში მიდის; 1971 წელს ვ. ჩხაიძემ მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა საქართველოს სანაოსნოსათვის ხორვატიაში აგებული ახალი ტანკერი «Батуми», რომლის ეკიპაჟსაც იგი მომდევნო ორი წლის მანძილზე მეთაურობდა; 1973 წელს მანვე პოლონეთში, შჩეცინის გემთსაშენ ქარხანაში ჩაიბარა უახლესი მოდიფიკაციის ბალკერი «Генерал Леселидзе», 1975 წელს კი კვლავ ხორვატიაში, სპლიტის გემთსაშენში მიიღო ახალი ტანკერი «Сухуми», რომლის ეკიპაჟსაც იგი 1981 წლამდე მათაურობდა. 1981 წელს საბოლოოდ დაუბრუნდა ნაპირს და 1986 წლამდე, პენსიაზე გასვლამდე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უფროსის მოადგილის, პორტის კაპიტნის მოვალეობას ასრულებდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |