The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგო ხეჩუაშვილი

გიგო ხეჩუაშვილი
ოფიციალური სახელი:გრიგოლ ხეჩუაშვილი
სხვა სახელი:თეძმისხეველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1879
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 1960  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი, გორის მაზრა.

მის კალამს ეკუთვნის როგორც ლექსები, ისე დრამატული, ისტორიულ-ლეგენდარული პოემები: "პაატა", "რუიზანი", "საქართველოს გმირი", "ოცი ძმა" და სხვა; მოთხრობები: "დურგლიაანთ ქორწილი", "სიმონა ბუჯიაშვილი", "მეკვლე", "უკუღმართობა", "შეიცვალნენ", "სამჯერ ოცდაორში", "ბერუას ნიკოლა", "ცელქი რეზო", "გოგიანთ კაკალი" და სხვა. დრამატული ნაწარმოებები: "მუშა-მგოსანი", "დარბეულნი", "უმანკონი", ეტიუდები, საბავშო მოთხრობები და სხვა მრავალი ლექსი. 1923 წელს მუშა-მგოსანს, მწერალსა და დრამატურგს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იუბილე გაუმართეს. ამ იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა მისი ნაწერები და საიუბილეო კრებული. იუბილეს დღეებს გამოეხმაურა პრესაც. 

წყარო: მოდით გავიხსენოთ. -თბ., 1986.-გვ.35;  ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.398

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: