The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ვარდოშვილი

ალექსანდრე ვარდოშვილი
დაბადების თარიღი:1918  (106 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ალმატი, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1941 წელს, მოგვიანებით მოსკოვის სამხედრო-საინჟინრო აკადემია.

1946-1950წწ. ხელმძღვანელობდა გეოლოგიურ საწარმოო სამმართველო "საქოქროს" ენგურის საძიებო პარტიას; 1951-1962წწ. თელავის ფიქალ-მარმარილოს კომბინატს; 1962 წლიდან იყო თელავის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1962-1970წწ. საქართველოს კომპარტიის თელავის რაიკომის პირველი მდივანი; 1970-1979წწ. საქართველოს სსრ საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1979-1981წწ. მოპოვებით-საწარმოო ტრესტ "საქმარმარილოს" მმართველი; შემდგომ პერიოდში მუშაობდა კომპლექსური ს/კ ინსტიტუტის "საქმშენმასალები", არამადნეული და ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალის სექტორის გამგედ; იყო სამამულო ომის მონაწილე, იბრძოდა მოსკოვის დაცვის, ყირიმისა და ბალტიისპირეთის ფრონტებზე; დაჯილდოებული იყო საბრძოლო ორდენებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.222

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: