შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზავეტა ბუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1971 წელს და ასპირანტურა. 1971 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალში. სხვადასხვა წლებში იყო საფეიქრო მრეწველობის კათედრის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ქსოვისა და გამომყვანი წარმოების კათედრის ასისტენტი, ქიმიური ტექნოლოგიებისა და ორგანული ქიმიის კათედრის გამგე (1985-1993). 1993 წელს ე. ბუაძე კონკურსში იმარჯვებს და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მსუბუქი მრეწველობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირქტორის თანამდებობას იკავებს. 2002-2005წწ. ის დიზაინისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკნია, 2005 წელს კი ფაკულტეტის სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო 2006 წელს "საფეიქრო მრეწველობის ტექნოლოგიის" დეპარტამენტში სასწავლო-სამეცნიერო პროცესების კოორდინატორად დაინიშნა. ე. ბუაძის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა 160 სამეცნიერო შრომას მოიცავს, რომელთაგან 15 სახელმძღვანელო და 3 მონოგრაფიაა. მას რეგულარულად იწვევენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. 1996 წლიდან ის ბუდაპეშტის, ჰონკონგის, მოსკოვის და სხვა საერთაშორისო კონფერენციების და სიმპოზიუმების მონაწილეა. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბენტონიტების გამოყენება აბრეშუმის ქსოვილის დამძიმებაში", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქსოვილების ღებვისთვის მომზადების ახალი ტექნოლოგიების შემუშავება ქართული ბენტონიტების საფუძველზე და მიღებული ნაწარმის თვისებების შესწავლა", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი., 2008.- გვ. 26-27; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.112 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |