Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ევგენი ბიუსი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. იურიევი (ახლანდელი ტარტუ - ესტონეთი). დაამთავრა იურიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მუშაობა დაიწყო იქვე ასტრონომიულ ობსერვატორიაში. ევგენი ბიუსი იყო ამიერკავკასიაში თანამედროვე სეისმური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1912-1920 წლებში იყო ბაქოს სეისმური სადგურის, 1921-1923 კი წლებში თბილისის სეისმური სადგურის გამგე. 1933 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა სეისმოლოგიურ სამუშაოებს. მისი ძირითადი შრომები ეხება ამიერკავკასიის ტერიტორიის სეისმურობის საკითხებს. ევგენი ბიუსის გამოკვლევები საფუძვლად დაედო ამიერკავკასიის სეისმურ დარაიონებას და სეისმომედეგი მშენებლობის დადგენას. ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, საქართველოში ქრისტიანობის შემოღების თარიღის დასაზუსტებლად ჩაატარა IV საუკუნის I ნახევარში საქართველოში ხილულ მზის დაბნელებათა პირობების კვლევა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1965), გეოფიზიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.443 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |