შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო ბიხოვსკაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი. მუშაობდა ლენინგრადში, აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ენისა და აზროვნების ინსტიტუტში. იკვლევდა მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა გრამატიკის ზოგად საკითხებს (მათ შორის ერგატიული კონსტრუქციის რაობას), დაამუშავა დარგუული ენის მორფოლოგიის ზოგიერთი საკითხი. მან საგანგებო გამოკვლევა მიუძღვნა იბერიულ-კავკასიურ ენებთან, კერძოდ ქართულთან ბასკური ენის მიმართებას. მანვე განიხილა იმერული დიალექტი მეგრულ და სვანურ ენებთან ურთიერთობის თვალსაზრისით: სოფიო ბიხოვსკაიას აზრით, იმერული დიალექტისათვის დამახასიათებელი აი>ეი(წაიღო>წეიღო), აუ>ოუ(წაუღო>წოუღო), ვე>ო, რბილი ლ და სხვა მოვლენები ქართველური ენების შიშინა შტოს გავლენის შედეგია. მისი დასკვნები ეწინააღმდეგება ისტორიულ-შედარებითი მეთოდის დასკვნებს. კავკასიოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.448
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |