The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოლდი ბლანკოფ-სკარი

დაბადების თარიღი:21 ივლისი, 1928  (95 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ნიუ-იორკი (აშშ).

ასწავლიდა ფრანგულ და ინგლისურ ენებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებში. 1989 წელს ქართული ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიმზე თბილისში წაიკითხა მოხსენება "ქართული ხელოვნება, როგორც ფასეულობათა სისტემის ანარეკლი". საყურადღებოა მისი სტატიები: "საბჭოთა მრავალფენოვანი  ლიტერატურა: ორი ქართველი მწერალი - ნოდარ დუმბაძე და ჭაბუა ამირეჯიბი" (1986), "ნოდარ დუმბაძე"(1987), "თენგიზ აბულაძე და ქართული კინემატოგრაფიის აყვავება" (1987), "მეშვიდე ხელოვნება საქართველოში: პოლიტიკური, კულტურული და აქსიოლოგიური ასპექტები" (1991) და სხვ. ხელოვნების ისტორიის ბაკალავრი (1949), სლავური ფილოლოგიისა და ისტორიის კანდიდატი (1953). ბელგიელი სლავისტი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.449

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბელგია-საქართველოს ასოციაცია, პრეზიდენტი (1989-)
  • კავკასიოლოგიის საზოგადოება ევროპაში, წევრი

გააზიარე: