შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რობერტ პირპონტ ბლეიკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სან-ფრანცისკო (აშშ). 1918-1920 წლებში ბერძნულ ენასა და ბიზანტიის ისტორიას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რობერტ ბლეიკმა გამოავლინა და მეცნიერულად აღწერა პალესტინაში და ათონზე დაცული მრავალი ქართული ხელნაწერი, მათ შორის "ბალავარიანის" ვრცელი რედაქცია. გამოსცა ქართული ბიბლიური და ჰაგიოგრაფიული ტექსტები ლათინური თარგმანებითურთ. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ბიბლიოგრაფიისა და პატროლოგიის დარგში. მისი ნაშრომები ქართული ბიბლიისა და ჰაგიოგრაფიის შესახებ გამოქვეყნებულია ცალკე წიგნად. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკო მარის მოწაფე. ამერიკელი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.449; ქართული ენა. ენციკლოპედია. გვ. 88.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |