The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ბაბლუანი

გელა ბაბლუანი
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1975  (48 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ჩვიდმეტი წლისა ძმებთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად. მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა "A Fleur de Peau" (2002) კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. გელა ბაბლუანის ფილმოგრაფია მოიცავს სარეჟისორო, სასცენარო, საპროდიუსერო, სარედაქტორო და მსახიობთა შერჩევის (Casting) ნამუშევრებს. მიღებული აქვს სხვადასხვა კინოფესტივალის ჯილდო, მათ შორის: ვენეციის კინოფესტივალის პრიზი, საუკეთესო პირველი მხატვრული ფილმი
ფილმისათვის "ცამეტი" (2005), სანდენსის კინოფესტივალის ჟიურის დიდი პრიზი ფილმისათვის "ცამეტი" (2006), ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტიველის გრან-პრი (ბელგია), საუკეთესო რეჟისორი ფილმისთვის "ფული" (2017).

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.102


გააზიარე: