შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხორხე ბაგრატიონ-მუხრანელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რომი. ბაგრატიონთა მუხრანის შტოს წარმომადგენელი და საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრეობითი თავი 1977 წლიდან გარდაცვალებამდე; წარსულში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ავტომრბოლი. დაიბადა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახში. დედამისი, გრაფის ქალი მარი ანტუანეტ პასკუინი (Maria Antonietta Pasquini) მშობიარობის დროს გარდაიცვალა. ხორხემ მემკვიდრეობით მიიღო მამისგან საქართველოს სამეფო სახლის თავკაცობა 1977 წელს. 1959 წლიდან ჩაბმული იყო ავტომოტო სპორტში. ორჯერ წარუმატებლად სცადა ფორმულა ერთში მოხვედრა (1968, 1974), მაგრამ მოიგო 1979 და 1981 წლების ესპანეთის რალის ჩემპიონატები (ასპარეზობდა "ლანჩია სტარტოსით", Lancia Stratos HF). 1982 წლებში მან საბოლოოდ მიატოვა სპორტი. თავის ისტორიულ სამშობლოს პირველად 1995 წელს ეწვია მამამისის ნეშტის ქართული მიწისთვის მისაბარებლად. ამის შემდეგ იგი არაერთხელ ესტუმრა საქართველოს, სადაც მისი ვაჟი, დავითი, გადმოსახლდა. უკანასკნელი ვიზიტის დროს, 2008 წლის 16 იანვარს, ხორხე ბაგრატიონი გარდაიცვალა თბილისში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |