The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მუხრანბატონი

გიორგი მუხრანბატონი
ოფიციალური სახელი:გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი
დაბადების თარიღი:1821
გარდაცვ. თარიღი:13 იანვარი, 1877  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სვეტიცხოველი, მცხეთა
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხრანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი.

ცარიზმის მოხელე, 1853 წლიდან მრჩეველი კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში; 1855 წლიდან მეფისნაცვლის საბჭოს წევრი; 1858-1868წწ. მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სასამართლო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი, სენატორი (1864), სტატს-ინსპექტორი (1872). მუხრან ბატონის მტკიცების თანახმად, კაცობრიობის პროგრესი გულისხმობდა მცირე ერების მოსპობას, დიდი ხალხების გაბატონებასა და დიდი მოცულობის "სახალხო ორგანიზმების" შექმნის აუცილებლობას. პატარა ხალხები, მუხრანბატონის აზრით, განწირული იყვნენ, მათ არ შეეძლოთ სრულყოფილი სახელმწიფო ორგანიზმის შექმნა, ამიტომ მსხვილ ეროვნულ ერთეულებში უნდა გათქვეფილიყვნენ. პატარა ხალხისათვის დიდ ხალხთან ყოველგვარი შეერთება-შერწყმა ნიშნავდა საკუთარი ენის დაკარგვას. მცირე ხალხების მისწრაფება ინდივიდუალური არსებობის შენარჩუნებისაკენ მუხრანბატონს არამარტო უიმედოდ, არამედ მავნედაც მიაჩნდა. მისი ეს შეხედულებანი მკაცრად გააკრიტიკეს ქართველი მოწინავე საზოგადოების წარმომადგენლებმა: ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, სერგეი მესხმა, პეტრე უმიკაშვილმა, იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) და სხვებმა. ქართული პუბლიცისტიკამ აღნიშნა, რომ ცარიზმის ამ ერთგული მსახურის შეხედულებები იყო რუსეთის დიდმპყრობლური, რეაქციული ეროვნული პოლიტიკის თეორიული დასაბუთებისა და გამართლების ცდა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.22-23


გააზიარე: