The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე მუხრანბატონი

ივანე მუხრანბატონი
ოფიციალური სახელი:ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1812
გარდაცვ. თარიღი:11 მარტი, 1895  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სწავლა-განათლება მიიღო პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში შამილის წინააღმდეგ. ამ დროს იგი ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში ირიცხებოდა. 1848 წელს დაინიშნა ერევნის პოლკის მეთაურად; ყირიმის 1853-1856წწ. ომის დროს სარდლობდა ე.წ. რიონის რაზმს, ებრძოდა სამეგრელოში შემოჭრილ ომერ-ფაშას ლაშქარს; 1881 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ არჩეული იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად (მარშლად). მუხრანბატონი ფლობდა 25 ათას დესეტინა მიწას; მას ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა რაციონალიზატორ მემამულეთა შორის; დიდ წარმატებას მიაღწია მეურნეობის კაპიტალისტურად გარდაქმნის საქმეში. 1876 წელს მან საფრანგეთიდან გამოიწვია მეღვინეობის სპეციალისტები; დაიხმარა ცნობილი ქართველი მეღვინე ზ. ჯორჯაძე და მუხრანში ააგო დაახლოებით 1 მლნ. 200 ათ. ლიტრი ტევადობის ქარხანა, სადაც ღვინოს ევროპის წესით აყენებდა; 1882 წელს მუხრანბატონის ღვინომ მოსკოვის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო - სახელმწიფო გერბი, ხოლო 1889 წელს პარიზში გამართულ Exposition Universelle Internationale ოქროს მედალი დაიმსახურა. თავად მუხრანბატონს კი საფრანგეთის მმართველობამ უმაღლესი ჯილდო "Officier du mérite agricole" უბოძა.  დღეს ივანე მუხრანბატონის კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობის აღდენის ფართო პროექტს ახორციელებს სამეღვინეო კომპანია შატო მუხრანი. მსხვილი ქართველი მემამულე, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი
    თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისათვის

გააზიარე: