The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი სარჯველაძე

ირაკლი სარჯველაძე
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ქ. ბათუმის სახელმწიფო საზღვაოსნო საზღვაო აკადემია ინჟინერ-გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1999 წელს.

1996 წელს მიიღო თავდაპირველი მეზღვაურული წრთობა და ნათლობა; წლების მანძილზე თანმიმდევრულად გაიარა საზღვაო იერარქიის ყველა ეტაპი მატროსობიდან შორეული ნაოსნობის კაპიტნობამდე; ზღვაში საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე "მემედ აბაშიძე", "ქობულეთი" და "Parnar"-ზე დაიწყო. 2000 წელს დაიწყო მუშაობა "Columbia Ship-management Germany GMBH" და მოგვიანებით ამ კომპანიის გემებზე ( ტანკერ/ქიმზიდებზე - "Chembulk Vancouver", "Chembulk Hong Kong", "Cape Bear", "Cape Banks", "Cape Bould", "Aries", "Alioth Star", "Mare Atlantic", "Moor") გახდა კაპიტნის მესამე, მეორე თანაშემწე და უფროსი თანაშემწე; 2008 წელს გადავიდა ბერძნულ კომპანიაში Fair Deal -ში კაპიტნის უფროსის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად ( ტანკერ/ქიმზიდებზე  -"Fair Dream", "Fair Spirit", "Fair Energy"); 2010 წელს ჩაიბარა გემ "Fair Energy"-ის მეთაურობა; 2012-2015 წწ. სხვადასხვა საზღვარგარეთის სანაოსნო კომპანიების გემების ეკიპაჟების მეთაურია; 2015 წლიდან არის "Benetech Shipping SA"- ში,  "Helen M" და 2016 წლის ბოლოსთვის გახდა ამავე კომპანიის სუპერ ინტენდანტი; ამ კომპანიამ ქართველებზე უზომო სიყვარულით შეისყიდა გემი და სახელი უბოძა "Georgia M" და დააკომპლექტა 24 ქართველით; ახალ გემზე "Kittion M"-ზე და "Helen M"- ზე მეთაურობის დროს ქართულ ეკიპაჟთან ერთად ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი იყო 200 მიგრანტის სიცოცხლე, რომლებიც გასაბერი ნავებით ლიბიის სანაპიროდან მიემართებოდენ იტალიის კუნძულ სიცილიაზე; საქმიანობს ბერძნულ სანაოსნო კომპანია "Benetech SA"-ზე და ამ კომპანიის გემებს მეთაურობს, როგორც შორეული ნაოსნობის კაპიტანი და სუპერ ინტენდანტი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
    200 მიგრანტის გადარჩენისთვის

გააზიარე: