შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ვაშაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969-1971წწ. მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სადისპეტჩერო სამსახურის მთავარ სპეციალისტად; 1972-1974წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სადისპეტჩერო სამსახურის უფროსად; 1974-1979წწ. იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მოწყობილობის სახელმწიფო კომიტეტის "საქსოფლტექნიკის" N1 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე; 1979-1987წწ. საქართველოს სოფლის მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე; 1987 წლიდან სათავეში ედგა საქართველოს აგროსამრეწველო გაერთიანება "საქეთერზეთმრეწვის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს, "საქეთერზეთმრეწვმშენს", "საქმედმრეწვმშენს"; არის სს "ვაგისა" და შპს "ვაგის" დირექტორი და ერთპიროვნული დამფუძნებელი; ხელმძღვანელობდა სკოლების, სამრეწველო ობიექტებს, რკინაბეტონის ქარხნების, ტექნიკური მომსახურების სადგურების (ბოლნისსა და ახალციხეში), ეთერზეთების ქარხნების და სათბურების (აბაშასა და თელავში), ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის (ოჩამჩირეში), სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას; მონაწილეობდა ქ. სიღნაღის და თელავის კეთილმოწყობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.223
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |