The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იზოლდა გაგუა

იზოლდა გაგუა
დაბადების თარიღი:1957  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ურეკი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1979 წელს და ამავე ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურა 1990 წელს.

1974 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სილიკატების ტექნოლოგიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა ჯერ ლაბორანტად, მერე ინჟინრად, უმცროს, ხოლო შემდეგ უფროს მეცნიერთანამშრომლად, პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ი. გაგუა, როგორც მკვლევარი წლების მანძილზე კვლევით სამუშაობს აწარმოებდა  მოსკოვის, ლენინგრადის, კაუნასის სხვადასხვა კერამიკულ ქარხნებში. ის 25 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 გამოგონების და 3 მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1990, ლენინგრადი), ასოცირებული პროფესორი.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი., 2008.- გვ. 28-29

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კერამიკოსთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: