The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ვაშაკიძე

გრიგოლ ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1987  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1938 წელს.

1938 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სალიანდაგო დისტანციის უფროსის მოადგილედ; მუშაობდა სალიანდაგო სამუშაოთა უბნის უფროსად, ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სალიანდაგო სამსახურის უფროსის მოადგილედ, უფროსად. 1946წწ. იყო სსრ კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს N158 სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1955 წლიდან ამავე სამინისტროს ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" მმართველი; 1955-1957წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1957 წელს აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, იმავდროულად ასრულებდა ახალშექმნილი "მთავართბილმშენის" უფროსის მოვალეობასაც; 1963 წელს გადაიყვანეს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1965-1978წწ. იყო საქართველოს სსრ მშენებლობის მინისტრი; 1978-1981წწ. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1981 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული კაპიტალური მშენებლობის მტავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სტრუქტურული განვითარება, საწარმოო პოტენციალის მნიშვნელოვანი გაზრდა; საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების კომპლექსების ექსპლუატაციაში გაშვება; რესპუბლიკის საგეგმო საქმიანობის სრულყოფის ცალკეული ღონისძიებები; იყო საქართველოა კპ ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ რამდენიმე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საპატიო რკინიგზელი, სსრკ მისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი, არაერთი ორდენისა და მედლის კავალერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.223-224

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ბიუროსა და რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, პრეზიდიუმის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საბჭოთა კავშირის "საპატიო რკინიგზელი"
  • სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: