შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ვაშაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1951 წელს. 1950-1954წწ. მუშაობდა საველე პარტიებში გეოლოგად; 1957-1963წწ. გეოლოგიურ-სადაზვერვო პარტიაში რაზმის უფროსად, მთავარ ინჟინრად, "საქგეოკაპტაჟმინწყლების" რესპუბლიკური კანტორის უფროსად; 1963-1973წწ. საქართველოს ქვანახშირის მრეწველობის მუშათა პროფკავშირის, მეტალურგიული მრეწველობის მუშათა პროფკავშირისა და რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ; 1973-1976წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ჭიათურის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1976-1983წწ. საქართველოს სსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრი; 1983-1988წწ. საქართველოს სსრ საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრი; 1988 წლიდან მუშაობდა კასპის ცემენტის ქარხნის დირექტორად; იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოების მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.224
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |