The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ვაშაძე

ნოდარ ვაშაძე
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:1992  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1951 წელს.

1950-1954წწ. მუშაობდა საველე პარტიებში გეოლოგად; 1957-1963წწ. გეოლოგიურ-სადაზვერვო პარტიაში რაზმის უფროსად, მთავარ ინჟინრად, "საქგეოკაპტაჟმინწყლების" რესპუბლიკური კანტორის უფროსად; 1963-1973წწ. საქართველოს ქვანახშირის მრეწველობის მუშათა პროფკავშირის, მეტალურგიული მრეწველობის მუშათა პროფკავშირისა და რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ; 1973-1976წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ჭიათურის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1976-1983წწ. საქართველოს სსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრი; 1983-1988წწ. საქართველოს სსრ საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრი; 1988 წლიდან მუშაობდა კასპის ცემენტის ქარხნის დირექტორად; იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოების მფლობელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.224


გააზიარე: