შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე ბრაილოვსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვაჟთა I გიმნაზია. მუშაობდა ყაღიზმანში (აღზევანის, ყარსის ვილაიეთის ძველი ქართული სახელწოდება) მარილის საბადოებზე, შუა აზიის რკინიგზის მშენებლობაზე: ბაქოში - "მოსკოვ-კავკასიის" ნავთის მწარმოებელი ამხანაგობის მმართველად. თავისი სახსრებით თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაიყვანა გვირაბი. განზრახული ჰქონდა თბილისსა და კოჯორში ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტების მოწყობა, რისთვისაც შეისყიდა ბოტანიკურ ბაღთან არსებული მუსლიმური სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია. აქედან კოჯრისაკენ უნდა გაეყვანა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა. პროექტი განუხორციელებელი დარჩა. საზოგადო მოღვაწე (წარმოშობით უკრაინელი, დედით ქართველი). სამთო ინჟინერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.478
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |