| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1904 წლიდან შევიდა "ქართველ გამომცემელთა ამხანაგობის" სტამბაში და ასოთამწყობობას სწავლობდა. შემდეგ ამავე საამწყობოში "ცნობის ფურცლის" დამატებაზე და ჟურნალ "მოამბეზე" მუშაობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა გაზეთების "ისკრის", "ბრძოლისა" და სხვათა გავრცელებაში. 1909 წლიდან თბილისში მუშაობდა კოწია თავართქილაძის სტამბაში. 1912 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა ჟურნალი "ლახტი". 1903 წლიდან დაიწყო გამოსვლა კერძო სცენებზე. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, ორჯერ დაიჭრა. 1917 წლის რევოლუციის დროს ჯარისკაცთა მოთხოვნით უფროსი უნტერ-ოფიცრის ხარისხი დაუბრუნეს, აირჩიეს ჯერ როტის ჯარისკაცთა კომიტეტსა და რევოლუციურ სასამართლოში, შემდეგ 29-ე დივიზიის აღმასრულებელ კომიტეტში. ფრონტის დაშლის შემდეგ ტრაპიზონში, ქართულ სამხედრო საბჭოში მუშაობის დროს, ქართული ნაწილების ჩამოყალიბებისათვის პროპაგანდას ეწეოდა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ მუშაობდა პროფკავშირულ (მბეჭდავთა კავშირის ცენტრალურ გამგეობაში), საქალაქო საბჭოს (დეპუტატად), შრომის ინსპექტორად და სხვ. 1911-1912 წლებში იყო კერძო სცენების ერთ-ერთი მონაწილე, სახალხო თეატრის თვალსაჩინო მოღვაწე, ავლაბრის მუშათა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: მოდით გავიხსენოთ. -თბ., 1986.-გვ.89; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.199-200; დავით მელაშვილი : ჟურნალისტი და სახალხო თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი / თ. გომართელი // წიგნის სამყარო.-თბილისი,1984.-N16.-გვ.3 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

