The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარვარა ბუბნოვა

ვარვარა ბუბნოვა
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1886
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 1983  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია 1914 წელს.

1911-1913 წლებში იმოგზაურა იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. 1922 წლიდან ცხოვრობდა იაპონიაში. 1923-1925 წლებში მეცადინეობდა ტოკიოს სამხატვრო-გამოყენებითი ხელოვნების სასწავლებელში. 1958-1979 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სოხუმში. 1933-1958 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მოაწყო რამდენიმე პერსონალური გამოფენა. მისი ძირითადი ნამუშევრებია: "მეთევზე"(1930), "სოხუმი. ზამთარი ზღვასთან"(1964-ორივე კერძო კოლექცია), "სოხუმი. ძველი სახლი"(1979, კერძო კუთვნილება, სანკტ-პეტერბურგი), "სოხუმი. შავი ძღვის სანაპირო"(1967, კერძო კუთვნილება, მოსკოვი). რუსი ფერმწერი, გრაფიკოსი. მოქანდაკე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.488; snob.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: