შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაკური (ლაზთა მეფე)![]()
ბიოგრაფიალაზთა მეფე II საუკუნეში. მოხსენიებული ჰყავს იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) ცხოვრების აღმწერელს იულიუს კაპიტოლინუსს, როგორც იმპერატორის მიერ ლაზების მეფედ დანიშნული. ამ ცნობის საფუძველზე აკადემიკოსი გ. მელიქიშვილი ფიქრობს, რომ II საუკუნეში ლაზიკა რომის იმპერიას ემორჩილებოდა. ბაკური უნდა იყოს მოხსენიებული 2005 წელს გაგრის რაიონში, სოფელ აჩმარდის ანტიკურ სამაროვანზე გათხრილი მდიდრული სამარხის ინვენტარში აღმოჩენილ ვერცხლის თასის ბერძნულ წარწერაშიც: "მე, ბაკურმა, [ჩემს] ცხვრებს ვუბოძე". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. -გვ. 161
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |