შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ბრონევსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მანკოვო, ყოფილი სმოლენსკის გუბერნია, რუსეთი. პავლე ციციანოვმა კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიის გამგედ დანიშნა. თბილისში მოღვაწეობით მან შეძლო კავკასიოლოგიის დარგში ადრე (1796 წლიდან) დაწყებული მუშაობის გაფართოება. არსებული ლიტერატურისა და თავისი შეკრებილი მასალის საფუძველზე გამოსცა კავკასიური ნარკვევები ორ წიგნად. პირველი წიგნი შეიცავს გეოგრაფიულ ცნობებს კავკასია-საქართველოზე. ფიზიკურ-გეოგრაფიულად დახასიათებულია ცალკეული მხარეები, განხილულია მდინარეთა ქსელი (მტკვრის, რიონის, ჭოროხის), ზღვები და ტბები, ცხოველთა სამყარო, კავკასიაში მოსახლე სხვადასხვა ხალხები, მათი რელიგია და ყოფა; აღწერილია არარატის მთისწინეთი, სამხრეთ საქართველოს მთები, ძველი დროისა და ახალი ეპოქის ვაჭრობა-ნაოსნობა მტკვრით, ფაზისით (რიონით) და ა. შ. ავტორი ამ მხარის ისტორიას თავისებურად ყოფს ბერძნულ, რომაულ, თურქულ, სპარსულ და რუსულ პერიოდებად. სიმონ ბრონევსკის ნარკვევებში ფასეულია იმდროინდელ მხარეთა აღწერა, მოსახლეობის საქმიანობის, ყოფის, ენებისა და რელიგიათა დახასიათება. მეორე წიგნში გადმოცემულია იმიერკავკასიის (ასტრახანის) წარსული და თანამედროვე მდგომარეობა; დახასიათებულია აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სახანოები. სიმონ ბრონევსკის მიმოხილული აქვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები (დაცულია აღმოსავლური ინსტიტუტის სანქტ-პეტერბურგის განყოფილების ხელნაწერთა კოლექციაში). რუსი სახელმწიფო სამხედრო მოღვაწე. კავკასიოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.484 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |