The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიო კალანდაძე

სიო კალანდაძე
სხვა სახელი:სიო ხიდისთაველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 1969  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

1915-1916წწ. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, აქვეყნებდა რევოლუციურ ლექსებს; 1916 წელს მთაწმინდის ფარული კრების მონაწილეებთან ერთად ჟანდარმერიამ დააპატიმრა და გადაასახლა; გადასახლებიდან ოქტომბრის რევოლუციამ გაათავისუფლა; 1915 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "იტირე, დედა მშობელო". მასვე ეკუთვნის წიგნები: "პროლეტარული პოეზია" და მოთხრობა "წამების ჯვარი". პოეტის პოეზიიდან გამოირჩევა შემდეგი ლექსები: "უსინათლო", "ოქტომბერი", "ათი წლის შთაბეჭდილება", "ჩემს ქვეყანაში", "წითელ ლაშქარს", "თებერვალი", "თბილისი", "მოწოდება", "გლეხის სიმღერა", "წითელ მფრინავებს", "1905 წელი", "ოქტომბრის ათი წლის ზეიმი" და სხვა. ეწეოდა მრავალმხრივ საზოგადოებრივ საქმიანობას: ასრულებდა ქალაქის მეოთხე უბნის სახალხო მსაჯულის მოვალეობას, რამდენჯერმე იყო არჩეული რაიონული საბჭოს დეპუტატად.

წყარო: მოდით გავიხსენოთ. -თბ., 1986.-გვ.157; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.176; სიო ხიდისთაველი : პოეტი. 1888-1969. ნეკროლოგი // თბილისი. - თბილისი, 1969. - 29 მარტი

ბიბლიოგრაფია

  • მუშის სიმღერები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი., 1958. - 64გვ.
  • ლექსები : ლექსები (ავტორი). - ტფილისი, ცეკავშირი-ს სტ., 1936. - 90გვ.
  • წამების ჯვარი : სიო კალანდაძე (ავტორი). - ტფილისი, ს.ს.მ.უ.ს. პოლიგრ. განყ. 1-ლი სტამბა, 1924. - 39გვ.

გააზიარე: