The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ბაქრაძე

დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 1952  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

1897 წელს ზეინკლად მოეწყო ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში, 1899 წელს მუშაობა დაიწყო ბაქოს რკინიგზის დეპოს მემანქანის თანაშემწედ; მონაწილეობდა არალეგალური სტამბის "ნინას" მოწყობასა და მუშაობაში; ავრცელებდა გაზეთებს "ისკრასა" და "ბრძოლას"; 1904 წელს გადავიდა აშხაბადში, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო აშხაბადის მშრომელთა რევოლუციურ ბრძოლებში (1905-1906); იყო აშხაბადის სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, რსდმპ აშხაბადის კომიტეტის წევრი, საგაფიცვო კომიტეტის წევრი (1905 წლის ორტომბრიდან), არალეგალური სტამბის ორგანიზატორი. რევოლუციური მოღვაწეობისათვის რამდენიმეჯერ დააპატიმრეს. 1907-1918 წლებში ეწეოდა რევოლუციურ მოღვაწეობას ბაქოში, როსტოვში, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო ხელმძღვანელ სამეურნეო სამუშაოებზე. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ამირკავკასიასა და თურქმენეთში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. - თბ., 1977. - გვ. 241

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ) , წევრი (1898-)

გააზიარე: