The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ბაქრაძე

ზაქარია ბაქრაძე
სხვა სახელი:შაქრო ბაქრაძე
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1868
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1938  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მართლმადიდებლური სამხედრო სასაფლაო, ქ. ბიდგოშჩი, პოლონეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1890 წლიდან თბილისის კადეტთა კორპუსში სწავლობდა; მისი დასრულების შემდეგ, 1894 წელს, სამხედრო სამსახური ვიცე-ლეიტენანტის ჩინით აღმოსავლეთ ციმბირის ქვეითთა პოლკში დაიწყო; 1898 წელს გადაიყვანეს აღმოსავლეთ-ციმბირის მე-12 ქვეითთა პოლკში, რომელიც დისლოცირებული იყო ლიუიშუნში, სადაც პირველ ასეულს მეთაურობდა; 1900 წელს მონაწილეობდა იაპონურ ძალებთან ბრძოლაში და ლიაოიანთან ფეხში დაიჭრა; 1901 წელს მსახურობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მეცხრე ქვეითთა პოლკში, რომელიც ასევე ლიუიშუნში იყო დისლოცირებული. იქ, ის მეთაურობდა ცხენოსნების რაზმს, ხოლო 1904 წელს - უკვე ვლადივოსტოკის 3 ქვეითთა პოლკს; 1905 წელს მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, რომელშიც დაიჭრა; 1905 წლიდან სარდლობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მესამე ქვეითთა დივიზიის, პირველ მეტყვიამფრქვევეთა ასეულს. ამ კუთხით, ბაქრაძემ ორენბურგის ფეხოსანთა საკაპიტნო სკოლაში გაიარა კურსები და 1907 წელს აღმოსავლეთ-ციმბირის მე-9 ქვეითთა პოლკში დაბრუნდა, რათა ესარდლა მეტყვიამფრქვევეთა ქვედანაყოფისთვის; 1908 წელს ხელმძღვანელობდა ბატალიონის მეოთხე პოლკს; 1912-1913წწ. იყო საპოლკო სასამართლოს მეთაური; 1914 წელს გადაიყვანეს 54-ე მინსკის ქვეითთა პოლკში. პირველი მსოფლიო ომის დროს დაატყვევეს ავსტრიელებმა; 1918 წელს სახლში დაბრუნების შემდეგ განთავისუფლდა სამხედრო სამსახურისგან; 1918 წელს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ჩასვლის შემდეგ ცდილობდა პენსიაზე გასვლას; 1919 წელს ქართულ სახელმწიფოს სამსახურში ჩადგა; 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ, შეუერთდა ეროვნულ არმიას და გახდა მაღალი რანგის თანამდებობის პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში; მონაწილეობდა 1921 წლის თებერვალსა და მარტში ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, იგი ემიგრაციაში წავიდა. პოლონეთში 1922 წელს გადავიდა და 1922-1923წწ. რემბერტოვის ექსპერიმენტულ სასწავლო ცენტრში პოლკის სამეთაურო კურსები გაიარა; 1923 წელსვე ტორუნის იარაღის ცენტრალურ სკოლაში ქვეითთა და არტილერიის სამეთაურო კურსებს გადიოდა; აუცილებელი პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 1926-1931წწ. მსახურობდა 15-ე ქვეითთა დივიზიაში, სადაც იყო ქვეითთა მეთაური. პენსიაზე გასვლის შემდეგ, ცხოვრება გააგრძელა ქალაქ ბიდგოშჩში. ქართველ-პოლონელი სამხედრო ოფიცერი და როგორც ქართული არმიის, ასევე პოლონური არმიის გენერალი.

წყარო: ქართველი მხედრები პოლონეთის დროშის ქვეშ/ ნიკო ჯავახიშვილი. - თბილისი, 1998.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (ხმალთან ერთად)
  • 1915 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (ხმალთან ერთად)
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმალთან და კოკარდასთან ერთად)
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმალთან ერთად)
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (ხმალთან ერთად)
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმალთან და კოკარდასთან ერთად)

გააზიარე: