The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია მაისაშვილი

გია მაისაშვილი
Legal name:გიორგი მაისაშვილი
Date of birth:24 November, 1962
Date of death:26 February, 2018  (at 55 years)
Burial location:ნიკოლოზის ტაძრის ეზო (ხეთაგურის ქ. N 7), თბილისი
Category:Economist, Politician, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1985 წელს. 1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) გაიარა სპეციალური კურსი; 1997 წელს დაამთავრა ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა.

 1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ეკონომიკური კონცეფცია პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდისათვის, რომლის განხორციელებაც ხელისუფლებამ ვერ მოასწრო. ამის შემდეგ, იგი აშშ-ში გადასახლდა; მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია ენრონში, სადაც კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა 2001 წლამდე; ოყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველების დეპარატამენტის უფროსი; ხელმძღვანელობდა საკონსულტაციო კომპანია "ჰერიკლე გრუპ"-ს; 2003 წელს  ვარდების რევოლუციის პერიოდში საქართველოში დაბრუნდა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური კონსულტანტი გახდა; 2004 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის მთავრობა"; 2006 წელს საკუთარი ძალისხმევით ჩამოაყალიბა ლიდერთა სკოლა, რომლის მიზანიც არის "ახალი, განათლებული, ჭკვიანი და მამაცი ლიდერთა თაობის აღზრდა"; 2007 წელს დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "მომავლის პარტია", რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს სრული პოლიტიკური სტაბილურობა, ქვეყნის ერთიანობის უზრუნველყოფა, სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბება; 2008 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში. საზოგადო მოღვაწე. 

Bibliography


Share: