The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახა ბენდუქიძე

კახა ბენდუქიძე
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1956
გარდაცვ. თარიღი:13 ნოემბერი, 2014  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი, ბიოლოგი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს. 1977 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

1980 წელს მუშაობა დაიწყო პუშჩინოში განლაგებულ მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიისა და მიკროორგანიზმების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად; 1985 წელს სათავეში ჩაუდგა მოსკოვის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1990 წლამდე; 2002 წელს გახდა ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი) პროფესორი; 1988 წელს შექმნა გაერთიანება "ბიოპროცესი"; 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა ნავთობის სახალხო საინვესტიციო-სამრეწველო გაერთიანება "ნიპეკს"; 1992 წელს სათავეში ჩაუდგა "პრომტორგბანკის" დირექტორთა საბჭოს; 1994-1998წწ. იყო გემთმშენებელი გაერთიანება "ალმასის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია - "გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები"; 1996-2000წწ. იყო "გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი; 1996-2000წწ. ხელმძღვანელობდა "ურალმაშის" დირექტორთა საბჭოს; 2000 წელს დაინიშნა "ურალმაშის" გენერალურ დირექტორად; 2004 წელს დაასრულა ბიზნესსაქმიანობა. 2004 წლის ივნისი-დეკემბერი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი; 2004 წლის 17 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეფორმების კოორდინაციის საკითხებში; 2007 წლის ბოლოს დააფუძნა ცოდნის ფონდი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა; აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და ESM ბიზნეს სკოლის შერწყმით მან შექმნა თავისუფალი უნივერსიტეტი, ხოლო მოგვიანებით ცოდნის ფონდის მმართველობაში გადავიდა ასევე აგრარული უნივერსიტეტი; 2008 წლის 1 თებერვალს დაინიშნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსად; 2008-2009წწ. იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი. ითვლება ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმატორად. მისი უშუალო ავტორობით განხორციელდა ეკონომიკის დელეგირების, ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო სექტორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, სანებართვო-სალიცენზიო სისტემის, ენერგეტიკისა და საჯარო სამსახურის მნიშვნელოვანი რეფორმირება, შრომის ბაზრისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია. განახლდა პრივატიზაციის პროცესი. ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე
  • საქველმოქმედო ორგანიზაცია "ცოდნის ფონდი", დამფუძნებელი (2007-)

გააზიარე: