Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლელა გაჩეჩილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1990 წელს. 1990 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრაზე. 2005-2006წწ. ის მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის და 2007 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა უნივერსიტეტის ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების სკოლის ასოცირებული პროფესორია. ლ. გაჩეჩლაძე ბიზნესკომუნიკაციის ცენტრ "bkc თბილისის" წარმომადგენელია IST-ის გენერალური დირექციის მხარდაჭერით განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებში (2001-2003) და TACIS-CAUCASUS-BCC/თბილისი საერთაშორისო პროექტში(1997-2000). ლ. გაჩეჩილაძე მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა და შრომის ავტორია. წიგნის - "ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება Java ენაზე" ელექტრონული ვერსია განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ივერიელის ფონდში dspace.nplg.gov.ge ; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი(2006), ასოცერებული პროფესორი. სადისერტაციო თემა - "ეკოლოგიურად საშიში ობიექტების მომსახურების საოპტიმიზაციო მოდელები და მათი გადაწყვეტის მეთოდები". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი., 2008.- გვ.29-31 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |