The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბარბარე ჯაფარიძე

ბარბარე ჯაფარიძე
Legal name:ბარბარე ხოჯაშვილი
Other name:ვარო
Date of birth:19 March, 1886
Date of death:29 October, 1952  (at 66 years)
Category:Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

1904 წლიდან ბაქოში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და განაგებდა ბიბლიოთეკას. მისი ბინა რევოლუციონერთა თავშეყრის ადგილი იყო, 1912 წელს მოსკოვში შევიდა უმაღლეს პედაგოგიურ კურსებზე, სადაც მუშაობდა სტუდენტთა არალეგალურ ორგანიზაციაში და მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში. 1914 წელს ალიოშა ჯაფარიძესთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და განაგრძო პედაგოგიური და რევოლუციური მოღვაწეობა. 1917 წელს კვლავ ბაქოში იყო, შემდეგ ასტრახანში გაემგზავრა, საიდანაც კიროვის დახმარებით მოსკოვში ჩავიდა. აქედან დაბრუნდა თბილისში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე ამიერკავკასიაში. 1901 წლიდან გახდა პროკოფი (ალიოშა) ჯაფარიძის მეუღლე და თანამებრძოლი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.543; www.ourbaku.com

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1902-)
  • რკპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი, წევრი
  • საკავშირო კპ (ბ) XV ყრილობა, დელეგატი
  • საკავშირო კპ (ბ) XVII ყრილობა, დელეგატი
  • საქართველოს სსრ ცაკი, პრეზიდიუმის წევრი

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: