The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგა ჯაფარიძე

გიგა ჯაფარიძე
Date of birth:29 May, 1924
Date of death:November, 2003  (at 79 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

1959 წელს მისი ინიციატივით პირველად საქართველოში გაიხსნა სახალხო თეატრი ამბროლაურში. 1961 წლიდან ონის სახალხო თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელია. მისთვის დამახასიათებელია უშუალობა, სცენური სიმართლე, მკაფიო მეტყველება, გარდასახვის უნარი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის "სამშობლო"), ბახა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ბესიკი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), ვ. კიკვიძე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ჰამლეტი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ლირი ( უ. შექსპირის "მეფე ლირი"), ესოპე (გ. ფიგეირედუს "მელა და ყურძენი"), და სხვა. ამბროლაურისა და ონის სახალხო თეატრების სცენაზე დადგა 160-მდე პიესა. მან ააღორძინა მივიწყებული ქართული ხალხური საკრავი გუდასტვირი, რომლის საუკეთესო შემსრულებელი თვითონვე იყო. ავტორია პიესებისა "ნაძვნარის საიდუმლო", "ღატაკი მილიონერი", "ხიბლი წუხილისა", "ოი, დედა ენა!", "კლდებოძალის ვარსკვლავი". გადაღებულია ფილმში "ერთ პატარა ქალაქში" (მოხუცი, 1986). არის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის (1958) დიპლომანტი, საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.543; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.354

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, რაჭული ფოლკლორის გადარჩენისა და მოვლა-პატრონობის საქმეში დიდი დამსახურებისათვის
  • 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: