The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჯაფარიძე

დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1903
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 1955  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საკაო, ონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1926 წელს.

1931 წელს ქუთაისში დააარსა ამიერკავკასიის მებოსტნეობის საცდელი სადგური, ხოლო ერევანსა და აფშერონის ნახევარკუნძულზე - სადგურის საყრდენი პუნქტები. 1938 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მებოსტნეობის კათედრა, რომელსაც თვითონ განაგებდა გარდაცვალებამდე. მისი სამეცნიერო შრომები ეხება საქართველოში მებოსტნეობის განვითარების ისტორიულ და ეკონომიკურ საკითხებს, ბოსტნეული კულტურების წარმოების ზონალურ თავისებურებებსა და სხვა. ავტორია მებოსტნეობის სახელმძღვანელოებისა უმაღლესი სასწავლებლებისათვის. დაჯილდოებულია მედლებით. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1949).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.543

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია

  • მებოსტნეობა : პრაქტ. სახელმძღვ. (ავტორი). - თბილისი, აქ. სას.-სამ. ინ-ტის გამ-ბა და სტ., 1946. - 245გვ.
  • მებოსტნეობა : ზოგადი ნაწილი (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1937. - 240გვ.

გააზიარე: