შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ვახვახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" ხე-ტყის დამამუშავებელ კომბინატს; 1967-1969წწ. საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს სამეურნეო ინვენტარის ფაბრიკის საამქროში ოსტატად; 1969-1975წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოებისა და მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1975-1995წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "მშენდეტალის" მთავარ ინჟინრად, მმართველად; 1995 წლიდან სს "საქსოფმშენდეტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; დიდი წვლილი აქვს შეტანილი სასოფლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, ხე-ტყის დამამუშავებელ საწარმოებში უახლესი და პროგრესული ტექნოლოგიური მეთოდების ათვისებისა და დანერგვის საქმეში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.225
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |