Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ ვახტანგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1927 წელს. 1927-1937წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მშენებარე ობიექტებზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1937 წლიდან საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი) ასისტენტად, დოცენტად, კათედრის გამგედ, დეკანის მოადგილედ, პროფესორად; 1941-1945წწ. იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე. დიდია მისი დამსახურება საქართველოში მშენებელთა კადრების აღზრდისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში; იგი ავტორია ათამდე სამეცნიერო ნაშრომისა; დაჯილდოებულია ორდენებითა და რამდენიმე მედლით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.225-226 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |