შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა გელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა წაღვერი, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი) არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს. 1948 წელს ქუთაისის ლითოფონის ქარხნაში, ბარიუმის საამქროს უფროს ინჟინრად დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით მოწყობილების ინჟინრად და ცენტრალური ლაბორატორიის ინჟინერ-მკვლევარად გადაიყვანეს, შემდგომტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად, თუთიის, რაბდოფისიტის და მიკრობარიტის საამქროების ხელმძღვანელად. არის 21 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, რომელთა წარმოებაში დანერგვამ ქარხანას დიდი ეკონომიკური ეფექტი მისცა. მისი ღვაწლი და დამსახურება დარგის განვითარებაში მრავალი ჯილდოთია აღნიშნული. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ინჟინერის და რაციონალიზატორის წოდება. წყარო:საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.33-34
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |